ქუთაისელი მოფარიკავე პადუას მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედლის მფლობელია
FaceBook
სანდრო ბაზაძემ იტალიაში, ქალაქ პადუაში გამართულ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

FIE-ს რეიტინგით მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავემ, მეოთხედფინალში გამოცდილ გერმანელ სპორტსმენ მატიაშ საბოსთან 5-14-დან ზედიზედ 10 ქულა აიღო და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.

ნახევარფინალში ქართველი მოფარიკავის მეტოქე მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორი, იტალიელი მიკელე გალო იყო, რომელთანაც სანდრო ბაზაძემ დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრა ანგარიშით 14-15 დათმო და მესამე ადგილზე გავიდა.

FIE-ს რეიტინგის N1 ხმლით მოფარიკავე, გასული სეზონიდან მოყოლებული ზედიზედ მერვე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.

Print