ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბ „მართვეს“ ფეხბურთის ფედერაცია შეისყიდის
FaceBook
შპს „საფეხბურთო კლუბ ქუთაისის მართვეს“, რომელიც აქამდე ქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეისყიდის.

ადგილობრივი თვითმმართველობა კლუბის 100%-იანი წილის გასხვისებას ელექტრონული აუქციონის წესით მოახდენს.

შესაბამისს დადგენილებას საკრებულომ  სხდომაზე მხარი უკვე დაუჭირა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ განაცხადა, ქალთა საფეხბურთო კლუბის შესყიდვისა და მისი განვითარების სურვილით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა დაინტერესებული, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ კლუბის გასხვისებას გეგმავს. 

კლუბის საწყისი საპრივატიზებო საფასური სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით განისაზღვრა და 38 367 ლარს შეადგენს.

Print