საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელები უმეტესად ქუთაისელი მოჭადრაკეები გახდნენ
FaceBook
საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც მოჭადრაკეები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან მონაწილეობდნენ, პირველი ადგილის მფლობელები უმეტესად ქუთაისელები გახდნენ.

ხუთიდან ოთხი (7, 9, 11, 15 წლამდე ) ასაკის კატეგორიაში გამარჯვება სწორედ ქუთაისის საჭადრაკოს სკოლის აღსაზრდელებმა მოიპოვეს. 

ჩემპიონატი ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობდა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ასპარეზობაზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა - 286 დაფიქსირდა.



7 წლამდე ასაკის გოგონებს შორის პირველ ადგილზე ქუთაისელი ლილე სვანაძე 9 ქულით გავიდა, ბიჭებს შორის კი - გაბრიელ გრიგალაშვილი (ქუთაისი; 7,5 ქულა).

9 წლამდე ასაკის ბიჭებში საქართველოს ჩემპიონის ტიტული ჭადრაკში რობერტ ჩიღვინაძემ მოიპოვა (8,5 ქულა), რომელიც ასევე ქუთაისის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელია.

საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული 11 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის (ბიჭებში) ქუთაისელი გაბრიელ გაბადაძე გახდა, გოგონებში კი - ანასტასია ქუთათელაძე (ქუთაისი). ორივემ 7,5 – 7,5 ქულა მოიპოვა.

15 წლამდე ასაკის გოგონებში, სპორტის ამ სახეობაში, საქართველოს ჩემპიონი, უკვე მეთოთხმეტედ, ქუთაისელი ანასტასია კირთაძე გახდა.

ჩემპიონატი 10 ტურნირად გაიმართა და I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები ევროპის და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატის საგზურებით დაჯილდოვდნენ.

გარდა ამისა, საქველმოქმედო ფონდმა „ხარება“ საქართველოს 7 წლამდე ასაკის ჩემპიონატზე გამარჯვებულებს: ლილე სვანაძესა და გაბრიელ გრიგალაშვილს, ნიკოლოზ ლიპარტიანის სახელობის სტიპენდია ერთი წლის ვადით დაუნიშნა.


Print