ქუთაისელი სანდრო ბაზაძე ვარშავის მსოფლიო თასის ვერცხლის პრიზიორია
FaceBook
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების ვერცხლის პრიზიორია.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ოქროს მედლისათვის ორთაბრძოლაში პოლონელ კშიშტოფ კაჩკოვსკისთან (15:13) დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ კარიერის განმავლობაში მსოფლიოს თასზე მეექვსე მედალი მოიპოვა.

Print