ქუთაისელი მოკრივე საქართველოს 2023 წლის ჩემპიონი გახდა
FaceBook
გიორგი ხარაბაძემ კრივში საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

საქართველოს 2023 წლის ჩემპიონატი უფროსს და ახალგაზრდა ასაკის მოკრივეთა შორის ბათუმის სპორტის სასახლეში ჩატარდა.

ორთაბრძოლები 31 იანვარი - 4 თებერვლის პერიოდში მიმდინარეობდა.

გიორგი ხარაბაძე ქუთაისიდანაა. ის ეროვნული ნაკრების წევრი და კრივში ევროპის ჩემპიონია. მიღებული აქვს არაერთი ტიტული. ამასთან, ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილეა.


Print