"ტორპედოს აკადემია" ბავშვებს უფასოდ მიიღებს
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი  „ტორპედო“ მედიაკომპანია „Matchday“-ის სოციალურ პროექტს "ფეხბურთი ყველასთვის" უერთდება.
პროექტის ფარგლებში ქუთაისში მცხოვრებ ბავშვებს, ვისაც ფეხბურთზე შესვლა ძალიან უნდათ, მაგრამ ხელს ფინანსები უშლით, "ტორპედოს აკადემია" უფასოდ მიიღებს.

ქუთაისის „ტორპედოს“ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ახალი ხელმღვანელის გიორგი ტუღუშის განმარტებით, ფეხბურთის მოყვარულებს ოცნებების ასრულებასა და განვითარებაში დაეხმარებიან. 

"ჩვენ ვართ ეროვნული ლიგის პირველი კლუბი, რომელიც ამ სოციალურ პროექტს შეუერთდა. გვიხარია ძალიან, რადგან ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით სოციალურად დაუცველ ბავშვებს (თუმცა სოციალურის სტატუსი სავალდებულო არ არის). ვინც გამოხატავს სურვილს, ქუთაისის „ტორპედოს აკადემიის“ კარი არის ღია. თუკი ბავშვს აქვს მონაცემები, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ, შევამჩნიოთ ეს ნიჭი და ერთი ტალანტი არ დავკარგოთ“,- ამბობს გიორგი ტუღუში.

"ფეხბურთი ყველასთვის" „Matchday“-ის ახალი სოციალური პროექტია. ის ჯერ ერთი თვეა ხორციელდება და ოფიციალურად, უკვე 15 ბავშვი ფეხბურთზე უფასოდ დადის. მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება.

პროექტის მიზანია ფეხბურთი ყველა ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი.




Print