საქართველოს ჩემპიონატში სწრაფ ჭადრაკში ქუთაისელმა მოჭადრაკემ გაიმარჯვა
FaceBook
საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში მერი არაბიძის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა.

არაბიძემ მესამე სათამაშო დღეს სამივე შეხვედრა ყაიმით დაასრულა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

მეორე ადგილზე 6,5 ქულით მაკა ფურცელაძე გავიდა.

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: მირანდა მიქაძე და ლელა ჯავახიშვილი.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მისი საპრიზო ფონდი 8 000 ლარს შეადგენდა.

ასპარეზობა ამავე დროს ექვსი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულის, ნანა იოსელიანის თასის გათამაშებაც გახლდათ.


Print