ტყიბულელი ძიუდოისტი პორტუგალიის გრან პრის ჩემპიონია
FaceBook
ილია სულამანიძე პორტუგალიის გრან პრის გამარჯვებულია.

ილიამ 100 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს წლის პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

შეჯიბრებაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა საბა ინანეიშვილი.

პორტუგალიის გრან პრიზე გამომსვლელმა კიდევ ოთხმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ნიკა ხარაზიშვილმა (ორივე 90 კგ), ერეკლე ბაზიერიშვილმა (100კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100კგ) ტურნირი უმედლოდ დაასრულეს.


Print