საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს თასისთვის იბრძვის
FaceBook
საკალათბურთო კლუბო „ქუთაისი 2010“-მა   თბილისის საკალათბურთო კლუბი  „ვერა“ ანგარიშით 92:87 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით საკალათბურთო კლუბმა საქართველოს თასის გათამაშების 1/4 ფინალი გაიფორმა.

შეხვედრა ქუთაისში უნდა გამართულიყო, თუმცა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეს ჭერი დაუზიანდა და იმერული კლუბის თხოვნის საფუძველზე, შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

ქუთაისის მომდევნო მეტოქე ბათუმისა და მეგას დაპირისპირებაში დღეს გამოვლინდება.

საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში თსუ, ოლიმპი და ქუთაისი გადავიდნენ.

გათამაშების ფორმატის თანახმად, მეოთხედფინალში გამარჯვებული გუნდები ოთხთა ფინალის საგზურებს მოიპოვებენ, სადაც სერიები აღარ გათამაშდება და ნახევარფინალთან ერთად ფინალიც ერთმატჩიანი იქნება.


Print