ისტორიული გამარჯვება - ქუთაისელი სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ჩემპიონია
FaceBook
სანდრო ბაზაძემ, ხმლით ფარიკაობაში, 2023 წელი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო.
29 წლის სპორტსმენმა, ტუნისში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - გრან პრიზე - ოქროს მედალი მოიპოვა.

მან ფინალის გზაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე მეტოქე დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი იტალიელ სპორტსმენს, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორ ლუიჯი სამელეს, ანგარიშით 15:8 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ FIA-ს განახლებულ რეიტინგში სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგის პირველ საფეხურს იკავებს. ქართველ სპორტსმენს 233 ქულა აქვს და სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, უნგრელ არონ სილაგის, 7 ქულით უსწრებს.

2022 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ბაზაძე სულ ხუთ საერთაშორისო შეჯიბრებაზე გამოვიდა და ხუთივეზე საპრიზო სამეულში მოხვდა.


Print