ილია სულამანიძე პორტუგალიის გრან-პრიზე იასპარეზებს
FaceBook
2023 წლის პირველ ტურნირს ძიუდოში პორტუგალია უმასპინძლებს.
ტურნირზე, რომელიც 27-29 იანვარს გაიმართება, ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. მათ შორის, არის ტყიბულელი ფალავანი ილია სულამანიძე, მასტერის ტიტულისა და მხოფლიო რეიტინგის N1 ადგილის მფლობელი.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიის გრან-პრიზე ასე გამოიყურება:

60 კგ: გიორგი სარდალაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი;

73 კგ: გიორგი ჩიხელიძე;

100 კგ: ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი;

+100 კგ: საბა ინანეიშვილი


Print