ქუთაისელმა მოფარიკავემ ორლეანის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
FaceBook
ქუთაისელი, სანდრო ბაზაძე ორლეანის გრან პრის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ის ორლეანის გრან პრის ფინალში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, უნგრელ არონ სილაგისთან იბრძოდა. პაექრობა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.

გრან-პრის ფინალში ქართველმა მოფარიკავემ კარიერაში პირველად იასპარეზა.

სანდრო ბაზაძის 2022 წლის მიღწევები ფარიკაობაში ასე გამოიყურება: ევროპის ჩემპიონი (ანტალია), მსოფლიო თასი (თბილისი, ალჟირი და მადრიდი), გრან პრი (ორლეანი), მსოფლიო ჩემპიონატი - (კაირო).


ავტორი: ქეთი გელაშვილი


Print