ბათუმში ქუთაისის "ტორპედოსა" და "ლოკომოტივი 2-ს" შორის ფინალური მატჩი გაიმართება
FaceBook
7 დეკემბერს, ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოსაპოვებლად, ქუთაისის "ტორპედო" "ლოკომოტივი 2-ს" შეხვდება.

ფინალური მატჩი ბათუმში "აჭარაბეთ არენაზე" 19:00 საათზე დაიწყება.

კლუბი , ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, მატჩზე დასწრების მსურველებისთვის უფასოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

ავტობუსები ბათუმში ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან 7 დეკემბერს, 13:00 საათზე გაემგზავრება.


Print