ქუთაისში  ჭიდაობა სამბოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
FaceBook
ქუთაისში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გივი სარდანაძის სახელობის, ჭიდაობა სამბოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.

ტურნირი 2022 წლის 25- 26 ნოემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში მოეწყობა.

ჭიდაობა სამბოს საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ ტენდერიუკვე გამოაცხადა. 

ტენდერში  გამარჯვებულმა კომპანიამ ტურნირის ორგანიზება 5 000 ლარის სანაცვლოდ უნდა განახორციელოს.

ამ შემოდგომაზე საერთაშორისო სპორტული ტურნირების თვალსაზრისით ქუთაისი უხვმოსავლიანი შეიქნა. შემოდგომაზე ქუთაისში სამი საერთაშორისო ტურნირი გაიმართება სპორტის სხვადასხვა სახეობაში. 


Print