ქუთაისში ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
FaceBook
ქუთაისში, ფარიკაობაში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გალაქტიონ ჩიქოვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.

ასპარეზობა  მ.ქორქიასა და ზ.საკანდელიძის სახელობის "სპორტის სასახლეში" მოეწყობა, რომელიც 17-20 ნოემბერს გაიმართება.

ტურნირის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

ქალაქი ტურნირის ორგანიზებაში 10 000 ლარს დახარჯავს.




Print