ქუთაისში, ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის, რამდენიმე მატჩი გაიმართება
FaceBook
2023 წელს ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საქართველო და რუმინეთი ერთად უმასპინძლებს.

ბუქარესტში, ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები "ა" ჯგუფში მოხვდა,

ჩვენი ნაკრები შემდგომი ეტაპის საგზურისთვის პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის გუნდებს დაუპირისპირდება.

კონტინენტის პირველობის მატჩები საქართველოს 3 ქალაქში - ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში გაიმართება.

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ც" ჯგუფის მატჩებს გერმანიის, ინგლისის, ჩეხეთისა და ისრაელის 21 წლამდე ფეხბურთელები გამართავენ.


Print