ხონელმა ძალოსანმა გოგონამ ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი დაამყარა
FaceBook
პოლონეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაწილემ ხონელმა, მარიამ მურღვლიანმა ატაცში 84/88/90 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ძალოსანმა აკვრაში 106/111/114 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვილი 204 კილოგრამითაც.

მურღვლიანმა საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცში ორი რეკორდის დამყარება შეძლო, თავდაპირველად 1, შემდეგ კი 3 კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა. ასევე,  რეკორდული იყო ორჭიდიც, რომელიც 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

Print