საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია ანგარიშით 3:0 დაამარცხა
FaceBook
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხეს. მატჩი სკოპიეში გაიმართა.

52-ე წუთზე ანგარიში ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, 62-ე წუთზე თავი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა, ბოლო გოლი კი ოთარ კიტეიშვილმა 84-ე წუთზე გაიტანა.

შემდეგ თამაშს ეროვნული ნაკრები 12 ივნისს ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. ქართველმა ფეხბურთელებმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგეს.
Print