"კარგი დროა პრემიერს, ქუთაისში, ახალი სტადიონის აშენების პირობა ჩამოვართვათ"
FaceBook
ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე ქუთაისში ახალი მოედნის საჭიროებაზე საუბრობს.

შოთა არველაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ ახლა ყველაზე კარგი დროა გულშემატკივრებმა პრემიერ-მინისტრს ქუთაისში ახალი მოედნის მშენებლობის პირობა ჩამოართვან.

"ამდენი კარგი თამაშის, გოლების და სიხარულის შემდეგ, ყველაზე კარგი დროა პრემიერ-მინისტრს, ქუთაისში, ახალი სტადიონის აშენების პირობა ჩამოვართვათ",
- წერს შოთა არველაძე.


არველაძის სტატუსს სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ფეხბურთის გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ გამართული ინფრასტრუქტურა სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის უმთავრესია.

"მაგალითად, ბათუმის ახალმა სტადიონმა ქალაქს ახალი ელფერი შესძინა, რომელიც ისედაც არ აკლდა. ქუთაისშიც, დარწმუნებული ვარ, გამოაცოცხლებს სრულიად ქალაქს"

"დიდი აქტივობის Ჩატარებაა საᲭირო. რამდენი ლეგენდა გაზარდა ქუᲗაისმა და კიდევ ბევრს გაზრდის"

"ქუთაისს ბათუმის მსგავსი სტადიონი უნდათ ჰქონდეს. გორს, ლანჩხუთის გურიას, რუსთავს. მერე ჩემპიონატის დონის ამაღლებაზეც შეიძლება ფიქრი", - წერენ გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.


Print