ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ საუკეთესო მამაკაც ძალოსნად ლაშა ტალახაძე დაასახელა
FaceBook
ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც ძალოსნად ლაშა ტალახაძე დაასახელა.


ქართველმა სპორტსმენმა ონლაინგამოკითხვაში 4 750 ხმა მიიღო.

2021 წელს ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ატაცში 210, 218, 225 კგ დაძლია. ამით მან საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

კონტინენტის წლის საუკეთესო ძალოსნისთვის დაწესებულ ჯილდოს მას 27 მაისს, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გადასცემენ.
Print