"ტორპედო" "დინამოსთან" მომხდარი ჩხუბის გამო 10 400 ლარით დააჯარიმეს
FaceBook
29 აპრილს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის მოედანზე მომხდარი დაპირდაპირების გამო, ქუთაისის "ტორპედო" სოლიდური თანხითა და რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. გარდა ამისა, კლუბს 0:3 წაგება ჩაეთვალა მეტოქე გუნდ "დინამოსთან".

სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, გუნდი 5 მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს, კლუბი ჯარიმის სახით გადაიხდის 6 900 ლარს, მატჩებს გამოტოვებენ და ფულად ჯარიმას გადაიხდიან როგორც ფეხბურთელები, ასევე მწვრთნელები. ჯამში, ქუთაისის "ტორპედოს" მოედანზე მომხდარი ჩხუბი 10 400 ლარად დაუჯდა.

კომიტეტის 9 პუნქტიანი გადაწყვეტილება ასეთია:

1. ქუთაისის "ტორპედოს" მიენიჭოს წაგება ანგარიშით 0:3;
2. დაისაჯოს 5 საშინაო მატჩით მაყურებლების გარეშე ჩატარებით;
3. დაეკისროს ჯარიმა 6 900 ლარის ოდენობით;
4. ქუთაისის "ტორპედოს" ფიზმომზადების მწვრთნელი თეიმურაზ ჯანაშია დაისაჯოს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და
დაჯარიმდეს 1 000 ლარის ოდენობით;
5. ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი, ბაქარ მირცხულავა დაისაჯოს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და დაჯარიმდეს
500 ლარის ოდენობით;
6. ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი, დინო ჰამზიჩი დაისაჯოს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და დაჯარიმდეს 500
ლარის ოდენობით;
7. ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი, ლევან მჭედლიძე დაისაჯოს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და დაჯარიმდეს 500
ლარის ოდენობით;
8. ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი, ვაჟა ტაბატაძე დაისაჯოს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და დაჯარიმდეს 500
ლარის ოდენობით;
9. ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელი, შოთა ბაბუნაშვილი დაისაჯოს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და დაჯარიმდეს
500 ლარის ოდენობით.

ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის დაპირისპირება 29 აპრილს, ქუთაისში მოხდა. კონფლიქტი ჯერ სიტყვიერი დაპირისპირებით მოედანზე დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
Print