ქუთაისში წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვეს
FaceBook
ქუთაისის მერიამ 2021 წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა.
წლის საუკეთესოთა წოდება მიენიჭა:


წლის საუკეთესო სპორტული სკოლა - ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება და ომარ ფხაკაძის N12 კომპლექსური სპორტული სკოლა

წლის საუკეთესო სპორტული კლუბი - სარაგბო კლუბი "აია" ;

წლის ახალგაზრდა სპორტსმენი - საბა ინანეიშვილი (ძიუდო) ;

წლის საუკეთესო სპორტსმენი - თამაზი გოჩელაშვილი (შოტოკან კარატე დო); 

წლის საუკეთესო სპორტსმენი - ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა) ;

წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი) ;

წლის მწვრთნელი - მალხაზ ლომთაძე (ძალოსნობა) ; 

2021 წლის სპორტსმენი კი გახდა შოთა მიშველიძე (ძალოსნობა );

ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების და ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" მიერ იქნა ორგანიზებული.

Print