წლის საუკეთესო სპორტსმენები ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური გახდნენ
FaceBook
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.
"2021 წლის საუკეთესო სპორტსმენის" ნომინაციაში წელს ორი გამარჯვებულია გამოვლენილი - ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური.

დანარჩენი ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა: "2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი ქალებში" - მარიამ ქერდიკაშვილი.

"საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში" - მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

"2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი" ვაჟებში" - მოჭიდავე ლერი აბულაძე.

"2021 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი" - ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი.

"ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი" - ლალი დოლიძე, მხატვრული ტანვარჯიში.

"საუკეთესი ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში" - წყალბურთელი გიორგი მაგრაქველიძე.

"ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქებისთვის" - ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.

"2021 წლის საუკეთესო საუკეთესო მწვრთნელი" - ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი.
Print