ქუთაისელი სპორტსმენი სამი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა
FaceBook
ქუთაისელმა სპორტსმენმა შოთა მიშველიძემ 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 61კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძემ ატაცში 126/131 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ძალოსანმა აკვრაში 150 და 155 კილოგრამი დაიმორჩილა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, იგივე სინჯის მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 286 კილოგრამითაც.

ქართველი ძალოსანი მეტოქეს ატაცსა და აკვრაში მხოლოდ თითო კილოგრამით ჩამორჩა.
Print