ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა
FaceBook
ქართველი  ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ატაცის ვარჯიშის შემდეგ პირველ ადგილზეა.
საჩხერელმა ძალოსანმა პირველ ცდაზე 208 კგ, მეორეზე 215 კგ, მესამეზე კი 223 კგ ასწია.

ატაცში 223 კილოგრამის აწევით ლაშამ +109 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდები დაამყარა.

მეორე ადგილზე 200 კილოგრამით ირანელი ალი დავუდია, მესამეზე კი 190 კილოგრამით სირიელი მან ასაადი.

მომდევნო შეჯიბრი  აკვრაში გაიმართება, რის შედეგადაც +109 კგ წონით კატეგორიაში ორჭიდში დაფიქსირებული შედეგების საფუძველზე მედალოსნების ვინაობა გაირკვევა.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით, 11 სახეობაში ასპარეზობს. ოლიმპიადა 23 ივლისს დაიწყო და  8 აგვისტოს დასრულდება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.

ამ დროისთვის, საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.  ოქროს მედალი  21 წლის ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა მოიპოვა.
Print