წყალტუბოელმა მოჭიდავემ იაკობ ქაჯაიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა
FaceBook
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე წყალტუბოელმა მძიმეწონოსანმა, იაკობ ქაჯაიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ის ფინალში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, კუბელ ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა.

იაკობ ქაჯაიამ  1 აგვისტოს  ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე, აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ამით ტოკიოს ოლიმპიადის ფინაში გავიდა.

ქართველმა მოჭიდავემ მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი ანგარიშით 3:1 დაამარცხა, პირველ წრეში კი ფინელ მატი ელიას კუოსმანენს შეხვდა და მეტოქე ორ წუთში დაამარცხა.

საქართველოს ოლიმპიადაზე ამ ეტაპისთვის ჯამში  6 მედალი აქვს მოპოვებული. ერთი ბერძნულ-როაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ მოიპოვა.

4 მედალი საქართველოს ძიუდოისტებმა მოუტანეს – ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა,  ვერცხლს ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა. ხოლო ბრინჯაოს მედალი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.
Print