"ტორპედო" "დინამოსთან" დამარცხდა
FaceBook
27 ივნისს ქუთაისის  საფეხბურთო  კლუბი "ტორპედო" თბილისის "დინამოს" შეხვდა.

მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის მოედანზე გაიმართა. შეხვედრაში ქუთაისური კლუბი კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით გამოვიდა, რომელიც გუნდს ახლახანს დაუბრუნდა. 

მატჩი ანგარიშით 0:1 "დინამოს" სასარგებლოდ დასრულდა. ეროვნული ლიგის XX ტურის შეხვედრაში ერთადერთი გოლი სტუმარი გუნდის ფეხბურთელმა 25-ე წუთზე გაიტანა.
Print