საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
FaceBook
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა. შეხვედრა ანგარიშით 16:7 დასრულდა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ხუთიდან ხუთი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და "რაგბი ევროპა 2020"-ის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს და რუსეთს შორის 2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა "მიხეილ მესხის" სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყო. დღევანდელ მატჩს პანდემიის გამო, გულშემატკივარი ვერ ესწრებოდა.

ინფორმაციისთვის, რუსეთს საქართველოს ნაკრებთან სულ ერთხელ, პირველ მატჩში აქვს მოგებული და 1993 წელს, მას შემდეგ კი, ერთადერთხელ, 2002 წელს მატჩი ფრედ დასრულდა.
Print