ქუთაისელი მოჭადრაკე საერთაშორისო ონლაინ ტურნირის გამარჯვებულია
FaceBook
ქუთაისელი მოჭადრაკე გიგა ყუფარაძე საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის "Titled Tuesday Blitz" გამარჯვებული გახდა.

ონლაინ პლატფორმა chess.com-ზე გამართულ ტურნირში, დიდოსტატმა მაქსიმალური 11-დან 10 ქულა მოიპოვა და ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა.

ყუფარაძემ მე-10 რაუნდში ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა. ნაკამურა 9.5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. მესამე ადგილი კიდევ ერთმა ამერიკელმა, რეიტინგის 34-ე ნომერმა, ჯეფრი შიონგმა დაიკავა, რომელმაც ასევე 9.5 ქულა მიიღო.

"Titled Tuesday Blitz" შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მასში 68 ქვეყნის 747 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა.
Print