საკალაბურთო კლუბი "ქუთაისი 2010" მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია
FaceBook
ქუთაისის საკალათბურთო კლუბი საკანდელიძე - ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია.

ქუთაისის გუნდმა ფინალში "ვერა" ანგარიშით 88:67 დაამარცხა. ,,ქუთაისი 2010"-მა ტურნირი სამწლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. პანდემიის გამო კალათბურთელებმა ტურნირისთვის მზადება სექტემბრიდან დაიწყეს.

,,პანდემიის გამო სექტემბრიდან განვაახლეთ ვარჯიში. მატჩები და შეკრებები რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა. მაყურებლების გარეშე ტარდება შეხვედრები  და ეს რათქმაუნდა კარგი არ არის. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ შევძელით, რომ ეს ტურნირი მოგვეგო",
-  ამბობს ,,ქუთაისი 2010"-ის მწვრთნელი კოტე ტუღუში.

ფინალის საუკეთესო მოთამაშედ ქუთაისელთა ამერიკელი ლეგიონერი დეჟან რაითი დასახედლა, ხოლო ილია ლონდარიძემ ტურნირის საუკეთესო ფორვარდის პრიზი დაიმსახურა.  მემორლიალის საუკეთესო უკანახაზელი ,,ვერას"გამთამაშებელი გივი ბაქრაძე გახდა.

"ქუთაისი 2010" 29 იანვრიდან საქართველოს თასის გათამაშებაში ჩაერთვება.

ავტორი: ანა ჯიქია 


Print