საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა
FaceBook
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე სტუმრებმა გაიტანეს. შესაბამისად, მატჩი 0:1 დასრულდა. ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა.

მაკედონია კი პირველად იასპარეზებს ევროპაზე.

შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო ნაკრების ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ლევან შენგელიამ. მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ.
Print