13 წლის მეკარე, 16 წლის კაპიტანი - ვინ ითამაშა „ტორპედოს“ სახელით უმძიმესი კრიზისის ფონზე (ვიდეო)
FaceBook

ეროვნულ ლიგაში  გუნდის გარეშე დარჩენილი საფეხბურთო კლუბი  „ტორპედო“ უმძიმეს ვითარებაში იმყოფება. კლუბი ყველა წამყვანმა ფეხბურთელმა დროებით დატოვა და ფინანსური კრიზისის პირობებში მოედანზე გასვლას არ აპირებს.


19 ოქტომბერს,  „საბურთალოსთან“ დაგეგმილ მატჩში,  გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი იძულებული გახდა ასაკობრივი ჯგუფის ფეხბურთელები გაეყვანა.


განაცხადში ყველაზე მცირე ასაკის  13 წლის მეკარე, სოსო კოპალიანი იყო, რაც „ტორპედოს“ ისტორიაში პირველი შემთხვევაა.   გუნდის კაპიტნობა  კი,  მთავარმა მწვრთნელმა 16 წლის დავით ასათიანს ჩააბარა.

გამოცდილების ნაკლებობის მიუხედავად,  შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა. საბოლოოდ „ტორპედო“ საბურთალოსთან“ 0:2 დამარცხდა.


მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს მიმართა და მადლობა გადაუხადა.


„მადლობას  გიხდით ყველას, ძალიან მაგრები ხართ, ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენ დაამტკიცეთ, რომ როგორი ცუდი პერიოდიც უნდა გვქონდეს, მომავალი არის და ეს  მომავალი ხართ თქვენ“,- მიმართა კახა ჩხეტიანმა ფეხბურთელებს.



ვიდეოს "სპორტ მოამბე" ავრცელებს.
Print