"19 წლამდელთა გაყვანა რომ მოგვიწიოს, ჩემპიონატს არ ჩავშლით"- კახა ჩხეტიანი
FaceBook

,,ტორპედოს’’ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი კლუბში შემქნილი კრიზისის მიზეზებზე საუბრობს.

ის ამბობს, რომ გუნდში ფინანსური პრობლემებია, რის გამოც ფეხბურთელების კვებასაც ვერ უზრუნველყოფენ.

 

"შეუძლებელი იყო ვარჯიშის ჩატარება.  ფეხურთელები,  რომლებიც სხვადსხვა ქალქიდან არიან ჩამოსულები, ბაზაზე ცხოვრობდნენ და უბრალოდ საჭმელსაც ვერ ჭამდნენ, არ იყო ამის  თანხები. ძველმა სპონსორმა  შეწვიტა დაფინანსება და ახლა  გუნდი,  რომელიც ევროტურნირებისთვის ემზადებოდა,  პრაქტიკულად დაიშალა",–ამბობს კახა ჩხეტიანი. 

მისი თქმით, კრიზისის მიუხედავად, გუნდი ჩემპიონატში მაინც მიიღებს მონაწილეობას, თუმცა, საბოლოოდ,  გუნდის მთავარი მწვრთნელი შექმნილ კრიზისში ერთადერთ გამოსავლად სპონსორის გამოჩენას მიიჩნევს. 

"19 წლამდელების გაყვანაც რომ მოგვიწიოს, მაინც გავალთ და ჩემპიონატს არ ჩავშლით. ფეხბურთის ფედერაცია არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც  მთლიანად მის თავზე აიღებს გუნდის სპონსორობას, არც ქუთაისის მერიას აქვს  იმის უფლება, რომ გუნდს დაეხმაროს. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ გამოჩნდეს ისეთ ადამიანი, ვისაც ფეხბურთი უყვარს და ამ გასაჭირში დაუდგება გუნდს გვერდით", –ამბობს ჩხეტიანი.

"ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიშის შეწყვეტის შესახებ განცხადება 9 ოქტომბერს გააკეთეს. მათი თქმით, გაუსაძლისი პირობების გამო დროებით შეხვედრებში მონაწილეობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღეს და მოედანზე მანამდე არ დაბრუნდებიან, ვიდრე კლუბს სპონსორი არ გამოუჩნდება.


ტორპედოში“ რამდენიმე თვეა  ფინანსური კრიზისია.  სახელფასო დავალიანების გამო, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ქუთაისური კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს.  კლუბის გულშემატკივრები, ფინანსების მოსაძიებლად,  ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდთან შუამდგომლობის ვალდებულებას ქუთაისის მერს აკისრებენ. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას კლუბში არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირება რომ  მოეხდინა,  მდგომარეობა ასე არ გამწვავდებოდა.



Print