"ტორპედოს" მოედანზე მინდვრის საფარი სრულად შეიცვალა
FaceBook
"ტორპედოს" მოედანზე მინდვრის საფარის შეცვლის სამუშაოები დასრულდა. მოედნის ზედაპირის სრული რეაბილიტაცია ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით განხორციელდა.

"ტორპედო"  საკუთარ მოედანზე  მატჩების ჩატარებას ჯერჯერობით  ვერ შეძლებს.  

კლუბი თამაშებს სავარაუდოდ, ახალი სეზონიდან უმასპინძლებს. 


ქუთაისის „ტორპედო“ ფინანსური კრიზისის პარალელურად, ინფრასტრუქტურული პრობლემების წინაშე დგას. კლუბში ბოლო წლებია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა.

შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის“ დირექტორის, თამაზ კიკვაძის თქმით, იმისთვის, რომ კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებს უმასპინძლოს, ბაზაზე ყველაზე მცირე ერთი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა ჩატარდეს.


პროექტის მიხედვით,  მოედნის  ინფრასტრუქტურა  თითქმის მთლიანადაა  შესაცვლელი.  უცნობია საიდან მოიზიდავს კლუბი  რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხებს.


ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში


Print