ქუთაისელმა სპორტსმენებმა საბერძნეთში გამართულ ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვეს
FaceBook
ქუთაისელმა სპორტსმენებმა საბერძნეთში გამართულ მკლავჭიდელთა ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვეს.

შეჯიბრში ახალგაზრდულმა ნაკრებმა  გუნდური პირველი, ხოლო უფროსი ასაკის სპორტსმენებმა  მეორე  ადგილი დაიკავეს.

მედლების  მფლობელი  გახდა ოთხი  ქუთაისელი პარამკლავჭიდელი:  ვახტანგ ახობაძე, ბექა ცაგარეიშვილი, ზურა ბუცხრიკიძე  და რევაზ თევდორაძე.
ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა გიორგი ამბროლაძისთვის და გიგა ბერაძისთვისა. მათ გუნდს ოქროს მედლები მოუტანეს.  21 წლის გიორგი ამბორლაძემ  ოქროს მედალი მოიპოვა და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო გიგამ 18 წლამდე მძიმე წონით კატეგოიაში მოიპოვა გამარჯვება.


ავტორი: თიკო ჩაკვეტაძე
Print