"ტორპედოს" ფეხბურთელები ტოვებენ - გუნდი დაშლის პირასაა
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსური პრობლემების გამო ფეხბურთელები ტოვებენ.
კლუბში თამაშზე უარი თქვეს  ცენტრალურმა მცველებმა, ალექსანდრ აზაცკიმ და მამუკა კობახიძემ. 25 ივნისს ბათუმის "დინამოსთან"  ბოლო მატჩს ჩაატარებს მერაბ გიგაურიც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თამაშის შემდეგ გიგაურთან ერთად გუნდს კიდევ ორი ფეხბურთელი  დატოვებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი  ამბობს, რომ კლუბი, შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

"მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს,  რომ მიხედავად ამ პრობლემებისა, ისინი თავიანთ თავში ნახულობენ იმის ძალას, რომ ყველაფერი გააკეთონ გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის. კიდევ  2-3 ფეხბურთელს  აქვს გადაწყვეტილი წასვლა, თუმცა, სახელებს წინასწარ ვერ ვიტყვი. არსებობს საშიშროება იმის, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში  აღმოვჩნდეთ.  იმედი მაქვს, გადაწყდება ის პრობმებეი, რომელიც სპონსორთან დაკავშირებით არსებობს",-აცხადებს კახა ჩხეტიანი.

„ტორპედოში“ ფინანსური პრობლემები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, რაზეც ფეხბურთელებმა ღიად ისაუბრეს. მოგვიანებით, პრობლემების არსებობა დაადასტურა თავად ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც „ტორპედო“ 2017 წელს აუქციონზე იყიდა.


ჩაჩვამ ფინანსური პრობლემების მიზეზად ჩინური კომპანიის მიერ კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა დაასახელა და განაცხადა, რომ  ყველაფერს გააკეთებდა მდგომარეობის გამოსასწორებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდიდან წავიდოდა და კლუბს ქუთაისის მერიას დაუბრუნებდა.

ზაალ ჩაჩავა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

Print