ზესტაფონელი ბიჭი კარატეში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
FaceBook
ზესტაფონელი ტატო სამხარაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მსოფლიოს ახალგაზრდულ ლიგაზე კარატეში, საქართველოს ნაკრების წევრმა გამარჯვება კვიპროსში ჩატარებულ ტურნირზე მოიპოვა. 



მსოფლიო ტურნირზე 100 - ზე მეტი ქვეყნის 420 კლუბი მონაწილეობდა.



,,საქართველოს ნაკრები კვიპროსზე, 11 სპორტსმენით ასპარეზობდა. ტატო სამხარაძემ შვიდი შეხვედრა ჩაატარა. ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებში ის ეგვიპტელ სპორტსმენებს დაუპირისპირდა და საქართველოს ისტორიაში ერთ - ერთი წარმატებული გამოსვლა აჩვენა," - ამბობს ტატო სამხარაძის მწვრთნელი ირაკლი ღონღაძე.


საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

Print