წყალტუბოში რეაბილიტირებული მოედანი გაიხსნა
FaceBook

წყალტუბოში  რეაბილიტირებული  საფეხბურთო მოედანი გაიხსნა.


მოედანზე დაიგო  ბუნებრივი საფარი, დამონტაჟდა 500  სკამი და ტაბლო, მოეწყო სარბენი ბილიკი, სადრენაჟე და სარწყავი სისტემები.

ცენტრალური მოედნის გახნას იმერეთის გუბერნატორის მოადგილეებთან და წყალტუბოს მერთან  ერთად,  ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე ესწრებოდა.

რეაბილიტირებულ  მოედანზე ვეტერანმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩი გამართეს.

წყალტუბოს საფეხბურთო კლუბები,  მოედანზე მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო,  მატჩებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ატარებდნენ.


 

 

Print