კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე ქუთაისელმა მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები მოიპოვეს
FaceBook
კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს
ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N12 სპორტული სკოლის მოსწავლეებმა. ქუთაისელი 6 მონაწილე: მათე თაბუკაშვილი, მიშიკო გოგაძე, ლაშა ქურსაბედიანი, ლუკა გაგუა, ალექსანდრე მუკბანიანი და ცოტნე კობალიანი, პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ, ხოლო ალექსანდრე ჯიბლაძე, მე-2 ადგილი დაიკავა. წარმატებულ სპორტსმენებს ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე შეხვდა.

ტურნირი 8–10 მარტს თბილისში გაიმართა.

Print