"ქუთაისი 2010" სუპერთასის მფლობელია
FaceBook
"ქუთაისი 2010" სუპერთასის მფლობელია.
ქუთაისის საკალათბურთო გუნდმა ფინალურ შეხვედრაში "დინამო" ანგარიშით 75: 67 დაამარცხა.

ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.

"ქუთაისი 2010" სუპერთასის მფლობელი მეორედ გახდა. პირველად მან თასი 2014 წელს აიღო და მაშინაც "დინამო" დაამარცხა.

ქუთაისური კლუბი სუპერთასის ფინალში მეხუთედ მოხვდა.

Print