"ტორპედო" საქართველოს თასის მფლობელია
FaceBook
ქუთაისის "ტორპედო" დავით ყიფიანის თასის მფლობელია.

"ტორპედოელებმა" "გაგრის" გუნდი თერთმეტმეტრიანების სერიაში  დაამარცხეს.

"ტორპედო" მატჩს 2:0–ს აგებდა, თუმცა, ქუთაისელებმა 74–ე  წუთზე ორბურთიანი სხვაობა ერთით შეამცირეს, 90–ე წუთზე კი "გაგრის" კარში თერთმეტმეტრიანი გაიტანეს.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, 15 წუთიანი ტაიმები დაინიშნა. გუნდებმა ანგარიში დამატებით დროში ვერ გახსნეს. თერთმეტრიანების სერიაში კი "ტორპედოელებმა" გაიმარჯვეს.

ქუთაისური კლუბი საქართველოს თასს მეოთხედ დაეუფლა. 


Print