ქუთაისელი ზვიად პატარიძე ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა
FaceBook
ბუქარესტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქუთაისელმა ფალავანმა, ზვიად პატარიძემ გაიმარჯვა.

ის 130 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ფინალურ შეხვედრაში პატარიძემ თურქი სპორტსმენი ოსმან ილდირიმი დაამარცხა.

ქუთაისელი მოჭიდავე თავდაპირველად 0:5 მარცხდებოდა, თუმცა შემდეგ მოწინააღმდეგეს ანგარიშით 6:5 მოუგო.

ფინალამდე მან მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსი ნოხჩო ლაბაზანოვი და ფინელი მაენპაეა დაამარცხა.

ზვიად პატარიძე მსოფლიოს ჩემპიონი მეექვსედ გახდა.


Print