„ტორპედო“ საქართველოს თასის ფინალშია
FaceBook
25 ნოემბერს, დავით ყიფიანის თასის ფინალში საფეხბურთო კლუბი "ტორპედო"  "გაგრას" დაუპირისპირდება. შეხვედრა ბათუმში გაიმართება.

მანამდე, "ტორპედოს" ეროვნული ლიგის XXXII ტურის მატჩში 11 ნოემბერს შეხვედრას გამართავს ზესტაფონში "სამტრედიის" გუნდთან.

ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში "ტორპედო" 56 ქულით მესამე ადგილზეა.

Print