"ტორპედო" "დინამოს" მატჩი ფრედ დასრულდა
FaceBook
"ტორპედო" "დინამოს " მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ოთხვე გოლი მატჩის მეორე ნახევარში გავიდა.

"ტორპედოელები"  შეხვედრას 2:0–ს აგებდნენ, თუმცა, ანგარიში ბოლო წუთებზე გაათანაბრეს. 

ეროვნული ლიგის 22-ე მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. მატჩზე სამართალდამცავების უპრეცედენტო რაოდენობა იყო მობილიზებული.

შეხვედრაზე მცირე ინციდენტიც მოხდა. "ტორპედოს" გულშემატკივარმა მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრების მიმართ შეურაცხმყოფელი ჟესტი გამოიყენა. გულშემატკივარი მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან   დაცვამ გაიყვანა.
Print