"ტორპედო" დინამოს" მატჩზე სამართალდამცავების უპრეცედენტო მობილიზებაა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედო"-"დინამოს" შეხვედრის დაწყებამდე სამართალდამცავების უპრეცედენტო მობილიზებაა.

მატჩის დაწყებამდე "ტორპედოს " ფანები სტადიონზე სპეცდანიშნულების რაზმის თანხლებით შემოიყვანეს.

გულშემატკივრები გამამხნევებელი შეძახილებით სკანდირებენ.



მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია დაცვის პოლიციისა და საპატრულოს ათეულობით ეკიპაჟი.

"ტორპედო" თბილისის "დინამოს" მატჩი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 18 საათზე იწყება.

31 ოქტომბერს ქუთაისურმა კლუბმა "დინამოსთან" ეროვნული ლიგის 22–ე ტურის გადადებული შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გამართა, რომელიც გამარჯვებით დაასრულა.

მეტოქის კარში ერთადერთი გოლი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა.

"ტორპედომ" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
Print