4 ნოემბერს "ტორპედო" "დინამოს" დაუპირისპირდება
FaceBook
4 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება. შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. 

მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. 

31 ოქტომბერს ქუთაისურმა კლუბმა "დინამოსთან" ეროვნული ლიგის 22–ე ტურის გადადებული შეხვედრა ბორის  პაიჭაძის სახელობის სტადიონზე  გამართა, რომელიც გამარჯვებით დაასრულა.

მეტოქის კარში ერთადერთი გოლი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა.

"ტორპედომ" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მესმე ადგილზე გადაინაცვლა. 


Print
თეგები: #ტორპედო