"ტორპედოს " სტადიონზე შოთა ბაბუნაშვილის გაცილების მატჩი მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედოს" ფეხბურთელის, შოთა ბაბუნაშვილის გაცილების მატჩი მიმდინარეობს.

გამოსათხოვარ მატჩში ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და ვეტერანი ფეხბურთელები, სიმბოლური სახელწოდებით "ბაბუნაშვილის მეგობრები" უპირისპირდებიან. 

დღევანდელი მატჩისთვის ქუთაისში ჩამოვიდნენ და "ბაბუნაშვილის მეგობრების" შემადგენლობაში თამაშობენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე, ალექსანდრე იაშვილი და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები.

ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში თამაშობს გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი.

შოთა ბაბუნაშვილმა საფეხბურთო კარიერა 37 წლის ასაკში ტრავმის გამო დაასრულა. მას საქართველოს ჩემპიონატში 402 მატჩი აქვს ჩატარებული და 33 გოლი აქვს გატანილი.

ბაბუნაშვილი შვიდგზის საქართველოს ჩემპიონია, ასევე, ოთხგზის სუპერთასის და ორგზის დავით ყიფიანის თასის მფლობელია.
Print