3 ოქტომბერს „ტორპედო“ ეროვნული ლიგის მატჩს გულშემატკივრის გარეშე ჩაატარებს
FaceBook
3 ოქტომბერს,  ეროვნული ლიგის მე-19 მატჩს,  "ტორპედო" გორის "დილასთან"  ცარიელ მოედანზე ჩაატარებს. გულშემატკივრებს თამაშზე დასწრების უფლება,  გასულ წელს,  "დინამოსთან"  შეხვედრის დროს ტრიბუნებზე მომხდარი ჩხუბის გამო არ ექნებათ, რისთვისაც" ტორპედო" დაჯარიმდა.

კლუბის აღამასრულებელი დირექტორის, მამუკა მოსიაშვილის თქმით, ამის მიუხედავად "ტორპედო"
შეეცდება გუშემატკივარი გაახაროს.

"ფედერაციის გადაწყვეტილებით, ორი საშინაო მატჩი უნდა ჩაგვეტარებია გულშემატკივრის გარეშე. ერთი უკვე ჩავატრეთ და მეორე იქნება გორის "დილასთან". ამის მიუხედავად, ვეცდებით, მოვიგოთ და გავახაროთ გუშემატკივარი", - ამბობს მამუკა მოსიაშვილი.

"ტორპედო" ფეხბურთი ფედერაციის დისციპლინურმა კომიტეტმა 2017 წლის 11 აგვისტოს, ეროვნული ლიგის ბოლო მატჩში "დინამოსთან" შეხვედრის დროს გულშემატკივრებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო დააჯარიმა.

ფიზიკური დაპირისპირებისა და ტრიბუნებზე ინფრასტრუქტურის დამტვრევის გამო ტამაში ჩაიშალა, ხოლო კლუბი ფულადი თანხით დაჯარიმდა და ორ შეხვედრაზე გულშემატკივრის დასწრება აეკრძალა.

გორის "დილასთან" შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
Print