"ტორპედომ" "ლუდოგორეცთან" მატჩზე გულშემატკივრებისთვის უფასო ავტობუსები გამოყო
FaceBook
23 აგვისტოს, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადასული ქუთაისის "ტორპედო" ბულგარეთის კლუბს დაუპისპირდება.

"ტორპედო" "ლუდოგორეცის" წინააღმდეგ ევროპალიგის პლეი-ოფის მატჩს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20 საათზე, გამართავს.

ქუთაისიდან "ტორპედოს" გულშემატკივართა გასამგზავრებლად უფასო ავტობუსები გამოიყო. ტრანსპორტი "ტორპედოს" სტადიონიდან 23 აგვისტოს, 12:30 საათზე გავა.

საპასუხო მატჩი 30 აგვისტოს, ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში შედგება.

ქუთაისურმა კლუბმა ევროპა ლიგის პლეი ოფში თამაშის უფლება ალბანურ კლუბ"კუკესთან"ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 5:4 გამარჯვებით მოიპოვა.

მანამდე მან მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების"ვიკინგური" დაამარცხა.

ევროპა ლიგის პლეი ოფში "ტორპედო" ისტორიაში პირველად ითამაშებს.
Print