“ტორპედომ“ „კუკესთან“ მარცხის მიუხედავად პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა
FaceBook
ისტორიაში პირველად, ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს.
პლეი-ოფში თამაშის უფლება ქუთაისურმა კლუბმა ალბანურ "კუკესთან" გამართული ორი მატჩის საერთო შედეგით მოიპოვა.

ალბანურ კლუბთან საპასუხო მატჩში "ტორპედო" 0:2 დამარცხდა, თუმცა, ორი მატჩის ჯამში მან "კუკესს" 5:4 მოუგო და შემდგომ ეტაპზე გადავიდა.

უკვე ცნობილია, რომ   პლეი-ოფზე  ქუთაისური კლუბი ბულგარეთის გუნდს "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება.

Print